ახალი ამბები

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

12 იანვარი, 2022 • 1830
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ.

დევნილები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრასა და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, სანატორიუმი „ქართლი“ ინგრევა და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.

სახელმწიფომ დევნილებს ორი გამოსავალი შესთავაზა, მათ შორის:

  • დევნილებმა თბილისში ბინები თავად მოიძიონ, მათ შესყიდვას კი სააგენტო უზრუნველყოფს. კვადრატული მეტრის ფასი შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო ბინის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
  • დევნილები დაელოდონ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

დევნილები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს დაპირებას ბინებით უზრუნველყოფის შესახებ არ ენდობიან და ბინების დაუყოვნებლივ გადაცემას მოითხოვენ.

უფრო მეტი სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების პროტესტზე, გაიგეთ ნეტგაზეთის სტატიიდან:

ფოტო გარეკანზე: დერეფნის ჭერი სანატორიუმ „ქართლში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი