Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი 14 187 პირი ემსხვერპლა.
გასულ 24 საათში კი კოვიდ 19-ის ლაბორატორიულად დადასტურბეული 3842 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%. დადებითობის მაჩვენებელს, 8 იანვრის მდგომარეობით, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.45% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.17%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევის გეოგრაფია კი ასეთია:
- თბილისი – 2 089 შემთხვევა;
- აჭარა – 474;
- იმერეთი – 437;
- ქვემო ქართლი – 108;
- შიდა ქართლი – 157;
- გურია – 141;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 179;
- კახეთი -146;
- მცხეთა-მთიანეთი -52;
- სამცხე-ჯავახეთი -48;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11.
ვითარება კლინიკებში:
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 33 218.
- 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 991, აჭარაში – 565, იმერეთში – 756.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 089 პირი, მათ შორის, თბილისში – 532, აჭარაში – 129, იმერეთში – 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 42, იმერეთში – 27.
- 1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1041 – თბილისში, 345 – აჭარაში.
- 27 307 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.







