ახალი ამბები

საქართველოში ომიკრონის 335 შემთხვევა დადასტურდა

6 იანვარი, 2022 • 1818
საქართველოში ომიკრონის 335 შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 5 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში  ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 335 შემთხვევა.

ომიკრონი კოვიდ 19-ის ახალი შტამია, რომელიც უკვე სწრაფად ვრცელდება მსოფლიოში. საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა.

ჯამში კი, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში  კორონავირუსის 3567 ახალი შემთხევვა დადასტურდა ლაბორატორიულად და კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, კოვიდის პანდემიმას საქართველოში ამ დრომდე თითქმის 15 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი