გამთენიისას ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა.
შესაბამისი ბრძანება ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა 5 იანვარს, გამთენიისას გამოსცა.
დროებით პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ალიხან სმაილოვი შეასრულებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე. ბრძანების თანახმად, ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ მთავრობის ყოფილი წევრები.
მთავრობის გადაყენებას წინ უძღოდა მასობრივი საპროტესტო აქციები და დაძაბულობა ყაზახეთში, რომელიც მოჰყვა თხევადი ბუნებრივი აირის ფასის გაზრდას.
View this post on Instagram







