ახალი ამბებისაზოგადოება

31 დეკემბერი: 42 გარდაცვლილი, 2100 ახალი შემთხვევა – კოვიდ 19

31 დეკემბერი, 2021 • 1909
31 დეკემბერი: 42 გარდაცვლილი, 2100 ახალი შემთხვევა – კოვიდ 19

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. გამოვლინდა 2100 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ამ ინფორმაციას Stopcov.ge აქვეყნებს.

გასულ დღეღამეში  ჩატარდა 38 802 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევა და  დადებითობის დღიური მაჩვენებელი   5.41%-ია.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  934 741-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 800 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევის გეოგრაფია:

თბილისში- 976

აჭარა – 188;

იმერეთი – 281

ქვემო ქართლი – 108

შიდა ქართლი -115;

გურია – 84;

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 132,

კახეთი -138;

მცხეთა-მთიანეთი -28;

სამცხე-ჯავახეთი – 41;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 600 საიდანაც:
• 4 551 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 049, აჭარაში – 479, იმერეთში – 863.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 191 პირი, მათ შორის, თბილისში – 554, აჭარაში – 119, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი,  მათგან თბილისში – 160, აჭარაში – 35, იმერეთში – 25.

მასალების გადაბეჭდვის წესი