ახალი ამბები

პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს ცვლილებებს სასამართლოების შესახებ კანონში

30 დეკემბერი, 2021 •
პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს ცვლილებებს სასამართლოების შესახებ კანონში

ორგანიზაციები, – „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“, „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“ და „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ვეტო დაადოს ცვლილებებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში.

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით მიიღო საქართველოს ორგანულიკანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე“.

ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი „მნიშვნელოვნად ამცირებს ინდივიდუალურიმოსამართლის დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიებს“ და „ზრდის სასამართლოშიარსებული გავლენიანი ჯგუფის მიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილებებისმიღების საფრთხეს“.

ორგანიზაციები 30 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ ამ კანონში პრობლემურ საკითხებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი იკვეთება:

  • „კანონპროექტით ბრუნდება 2012 წლამდე არსებული მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებისწესი, რომელიც ურჩი მოსამართლეების დასასჯელად ფართოდ იყო გამოყენებული. სასამართლორეფორმის ე.წ. “პირველი ტალღის” ფარგლებში განხორციელებული ცვლილებებით, კანონშიმნიშვნელოვანი გარანტიები განისაზღვრა იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლის თანხმობის გარეშემივლინების თვითნებურად გამოყენების წინააღმდეგ, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება. შედეგად, მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ე.წ. “კლანს” ეძლევა ბერკეტი კვლავ გამოიყენოსმოსამართლეთა “გაციმბირების” წესი, ყოველგვარი საკანონმდებლო შეზღუდვების გარეშე, მათთვისარასასურველი მოსამართლეების მიმართ.
  • კანონპროექტით შესაძლებელია იუსტიციის საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრების მიერმოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებისმიღება. აღნიშნული წესი ასევე წარმოადგენს რეფორმის “ტალღებამდე” არსებულ რედაქციას. საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულია, რომ განსაკუთრებით დისციპლინირების საკითხებზე, საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრების მიერ გადაწყვეტილებების მიღება აღვივებსკორპორატივიზმს სასამართლო სისტემაში“.
  • კანონპროექტი აუქმებს აკრძალვას, რომლის მიხედვითაც პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრადარ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ. აღნიშნული დანაწესის გაუქმება ზღუდავს საბჭოშიმოსამართლეთა და საზოგადოების წარმომადგენლების მრავალფეროვნებას და ხელს უწყობსმოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს შეინარჩუნონ გადამწყვეტი ადმინისტრაციული პოზიციებისასამართლო სისტემაში. აღნიშნული ცვლილებაც 2012 წლამდე არსებულ მოდელზე დაბრუნებასგულისხმობს.
  • კანონპროექტი შეიცავს საგანგაშო ნორმას, განსახილველ საქმეებიდან მოსამართლის ჩამოცილებისშესაძლებლობის შესახებ მის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრიდან საკითხზე საბოლოოგადაწყვეტილების მიღებამდე, რითიც ქმნის მოსამართლის საქმიანობაში უხეში სუბიექტური ჩარევისრისკებს“.

ორგანიზაციების თანახმადვე, ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად მაღალი მნიშვნელობისა და პრობლემური შინაარსისა, კანონპროექტისდაჩქარებული პროცედურით განხილვა პარლამენტის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული.

„მოვუწოდევბთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება და ვეტოდაადოს ხელმოსაწერად წარდგენილ კანონპროექტს“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი