ახალი ამბები

ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას პარლამენტმა Il მოსმენითაც დაუჭირა მხარი

30 დეკემბერი, 2021 • 2058
ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას პარლამენტმა Il მოსმენითაც დაუჭირა მხარი

30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი.

კანონის მიღებას 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 11 წავიდა. პირველი მოსმენით კანონპროექტი წინა დღით, 29 დეკემბერს, მიიღეს. დარჩენილია მესამე, საბოლოო მოსმენა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართული ოცნების“ მიერაა მომზადებული და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორი.

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი