ახალი ამბები

ლევან დოლიძემ თბილისის საკრებულო დატოვა

28 დეკემბერი, 2021 • 2654
ლევან დოლიძემ თბილისის საკრებულო დატოვა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ლევან დოლიძემ თბილისის საკრებულო დატოვა.

ლევან დოლიძის ადგილმონაცვლე დედაქალაქის საკრებულოში დავით ფარცვანია იქნება.

როგორც „ნეტგაზეთს“ ლევან დოლიძემ განუცხადა, ის რჩება გიორგი გახარიას პოლიტიკურ მრჩევლის პოზიციაზე და გააგრძელებს საქმიანობას პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის და შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრის მიმართულებით.

„საკრებულოს დატოვება ჩემი, ბატონი გიორგი გახარიას და პოლიტიკრუი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.  გავაგრძელებ იმ ფუნქციების შესრულებას, რასაც პარტიაში ვასრულდებდი, ხოლო იმ პრობლემატიკის გათალისწინებით, რაც დგას დედაქალაქის თვითმმართველობაში, საკრებულოს მუშაობაში ნაწილობრივი ჩართულობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, — განაცხადა ლევან დოლიძემ.

პარტია “საქართველოსთვის” წევრ ლევან დოლიძეს, საკრებულოს 27 დეკემბრის სხდომაზე უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი