ახალი ამბები

არასერიოზულია – თოლორაია ღარიბაშვილისგან დასაქმების შეთავაზებაზე

28 დეკემბერი, 2021 •
არასერიოზულია – თოლორაია ღარიბაშვილისგან დასაქმების შეთავაზებაზე

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრისგან მისი მთავრობაში დასაქმების შეთავაზება არასერიოზულია.

საუბარია ირაკლი ღარიბაშვილი 27 დეკემბრის განცხადებაზე. მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილმა ლონდა თოლორაიას დასაქმება შესთავაზა „მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში“, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდებოდა.

„არასერიოზულია ნამდვილად ეს შემოთავაზება. სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციას ვიკავებ, პარლამენტმა ამირჩია 2025 წლამდე და თუ მათ რაიმე შემოთავაზება უნდოდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის და თავად სახელმწიფო ინსპექტორისთვის, მაშინ ეს კანონი ასეთი არ უნდა ყოფილიყო, არამედ სხვანაირი – ისეთი, რომ მეც და სამსახურის ყველა თანამშრომელი გავაგრძელებდით მუშაობას თუნდაც რეფორმირებულ სამსახურში,“ – აცხადებს ლონდა თოლორაია.


„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან.მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი