ახალი ამბები

გახარიას პარტიამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

27 დეკემბერი, 2021 • 1495
გახარიას პარტიამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ექსპრემიერი გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ქალაქ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ეს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებსა და საზოგადოებას პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ გააცნო.

მისი თქმით, ფრაქცია პროტესტის ნიშნად ტოვებს საკრებულოს სხდომას და პასუხისმგებლობას ბიუჯეტის დამტკიცებაზე, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფების გარდაზე, „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

27 დეკემბრის სხდომაზე იგეგმება თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფების ცვლილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი