ახალი ამბები

სუსი: სოფელ აძვისთან დაკავებული ოთხი მოქალაქე თავისუფალია

24 დეკემბერი, 2021 • 1445
სუსი: სოფელ აძვისთან დაკავებული ოთხი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზი”.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკიარებათ“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

სოფელ აძვისთან რუსმა სამხედროებმა 4 ადამიანი 23 დეკემბერს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი