ახალი ამბები

PACE-ს მომხსენებლები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯას ითხოვენ

18 დეკემბერი, 2021 • 1626
PACE-ს მომხსენებლები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯას ითხოვენ

PACE-ს მომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, სრულად გამოიძიონ 2021 წლის ივლისს ქვიარ ადამიანებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე და ორგანიზატორები დასაჯონ.

PACE-ს მომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) 8-10 დეკემბრის პერიოდში საქართველოში ვიზიტის შემდეგ გააკეთეს მოხსენება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, 5 ივლისის მოვლენებსაც ეხება.

მომხსენებლებმა გამოხატეს შეშფოთება „ჰომოფობიისა და ლგბტი ადამიანების მიმართ მიუღებლობის საჯარო გამოხატვის ზრდას“ და დაგმეს 2021 წლის ივლისში ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობა.

მათ ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ ამ პერიოდში მომხდარი ძალადობრივი ქმედებები და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავეები, „მათ შორის ძალადობის ორგანიზატორები და ის ძალები, რომლებმაც ძალადობრივი ქმედებები წაახალისეს“.


5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა უშუალოდ დანაშაულის ორგანიზატორობის ბრალდებით შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზების გამოძიების საქმე ამდენი ხნის განმავლობაში იმიტომ გაგრძელდა, რომ „დადგინდეს ორგანიზების ფაქტი და მტკიცებულებებითი სტანდარტით წარდგნენ ეს ადამიანები სასამათლოს წინაშე“.„ალტ-ინფომ“, – ტელევიზიამ, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა, – რამდენიმე კვირის წინ პოლიტიკური პარტია დააფუძნა.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი