ახალი ამბები

მაღაზიებიდან 515 კგ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოვიღეთ – სესი

16 დეკემბერი, 2021 • 1247
მაღაზიებიდან 515 კგ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოვიღეთ – სესი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ნახევარი ტონა „გაურკვეველი წარმომავლობის“ ხორცი განადგურების მიზნით დალუქეს, რომელიც მანამდე მაღაზიებიდან ამოიღეს.

უწყება ამბობს, რომ ინსპექტორებმა თელავსა და სიღნაღში ხორცის სარეალიზაციო 35 ობიექტი შეამოწმეს.

„სახელმწიფო კონტროლის შედეგად, 14 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები (ინდმეწარმე) დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, ხოლო 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონისა და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის გამო.

შემოწმებისას აგრეთვე გამოვლინდა და შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა ნახევარ ტონაზე მეტი (515 კგ.) გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“ – წერს სესი.

მოქალაქეებს სააგენტოსთვის დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ ცხელ ხაზზე – 1501.

მასალების გადაბეჭდვის წესი