ახალი ამბები

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ერთ-ერთი ბავშვების მამაა

13 დეკემბერი, 2021 • 3374
ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ერთ-ერთი ბავშვების მამაა

ორი არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ბავშვების მამაა.

რაც შეეხება გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი დააკავეს 11 პრიმა 137-ე (ოჯახის წევრის გაუპატიურება) და 140-ე (სექსუალური ხასიათის შეღწევა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) მუხლებით.

თავდაპირველად ამ ამბის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ბავშვები 9 და 12 წლისანი იყვნენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციითვე, ორივე პირი გასულ კვირას დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი