ახალი ამბები

14 წლის გოგოს დედა შვილის მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვს

7 ოქტომბერი, 2023 •
14 წლის გოგოს დედა შვილის მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვს

14 წლის მოკლული გოგოს დედა ითხოვს, რომ კაცს, რომელმაც მისი შვილი ჯერ მოიტაცა შემდეგ კი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. ამის შესახებ მან ტელევიზიებთან დღეს, 7 ოქტომბერს ისაუბრა.

დედის თანახმად, კაცმა მოზარდი მკვლელობამდე აწამა.

როგორც ის უყვება ჟურნალისტებს, არაკანონიერი ქორწინების მიზნით ბავშვის მოტაცებას ოჯახი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა კაცი მოკვლით ემუქრებოდა მათაც:

“ჩემი შვილი მოიტაცეს. ეს არ მომხდარა ოჯახის თანხმობით. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ასე მითხრა ბიჭმა, აქ თუ ჩამოხვალ, შენც მოგკლავო. ახლა კი ხედავთ, რა უბედურებაც მოხდა. მან ჩემი შვილი მოკლა იმიტომ, რომ წამოსვლა უნდოდა…

გოგომ უთხრა, მხოლოდ 14 წლის ვარ, არ მიყვარხარ, თავი დამანებე, თორემ 112-ში დავრეკავო, იმან კი მოკლა. ვითხოვ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ მკვლელს”, — ამბობს ის [“ფორმულას” თარგმანი].

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე არ არის დაკავებული. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები.

არასრულწლოვანი გოგოს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 6 ოქტომბერს გავრცელდა. როგორც ადგილობრივები ამბობდნენ ის 5 ოქტომბერს მოკლა კაცმა, რომელმაც არაკანონიერი ქორწინების მიზნით მოიტაცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი