ახალი ამბები

2 წლის შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეუფარდეს

26 თებერვალი, 2023 • 1544
2 წლის შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეუფარდეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მამას, რომელიც 2 წლის შვილზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული.

მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა, რომლის მოსაზრებითაც, თუ ბრალდებულს პატიმრობა არ შეეფარდებოდა, შესაძლოა, მას გავლენა მოეხდინა მოწმეებზე და გაეგრძელებინა დანაშაულის ჩადენა.

2 წლის გოგო გურჯაანის ერთ-ერთ კლინიკაში ბებიამ 23 თებერვალს შეიწყვანა. ბავშვს სხეულზე მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც ის თბილისში გადაიყვანეს.

ფოტოზე: ძალადობაში ბრალდებული მამა

მასალების გადაბეჭდვის წესი