ახალი ამბები

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა თავიდან ჩატარდება

13 დეკემბერი, 2021 • 1937
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა თავიდან ჩატარდება

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეთექვსმეტედფინალის წილისყრის დროს „უეფამ“ ხარვეზი დააფიქსირა, რის გამოც წილისყრის შედეგები ბათილად ჩაითვალა და ახალი კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

უეფას თანახმად, პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დაფიქსირდა ტექნიკური პრობლემა, რა დროსაც, წილისყრაში მონაწილე პირს მიეცა არასწორი მითითება, გათამაშების წესების მიხედვით, თუ რომელ გუნდებს შეეძლოთ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში.

წილისყრის შედეგად, ინგლისური მანჩესტერ იუნატედი დაუპირისპირდა ესპანურ ვილიარეალს, თუმცა ამ გუნდების ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში ამ ეტაპზე არ შეიძლებოდა, რადგან მათ უკვე ჰქონდათ ერთმანეთის წინააღმდეგ გამართული მატჩი „F“ ჯგუფში.

ხარვეზის შემდეგ, ლონდონის არსენალის ყოფილ მოთამაშეს ანდრეი არშავინს, რომელიც წილისყრას წარმართავდა, სთხოვეს, რომ კიდევ ერთხელ ამოერჩია კლუბები. შედეგად, ვილიარეალს მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდა.

აქამდე უცნობი მიზეზების გამო, ანდრეი არშავინმა მანჩესტერ იუნაიტედის ბურთულა არ დააბრუნა დოლურაში, რის გამოც მანჩესტერ იუნაიტედმა ვერ მიიღო წილისყრაში მონაწილეობა, რომელიც მადრიდის ატლეტიკოს მეტოქეს გამოავლენდა. ატლეტიკოს მიუნხენის ბაიერნი შეხვდა, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედს საბოლოოდ პსჟ დაუპირისპირდა.

დაშვებული ხარვეზის გამო უეფამ გადაწყვიტა, რომ წილისყრა კიდევ ერთხელ, საქართველოს დროით 18:00 საათზე ჩაატაროს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი