ახალი ამბები

ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულის ნაცვლად პორტოში გაიმართება

14 მაისი, 2021 • 1134
ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულის ნაცვლად პორტოში გაიმართება

UEFA-ს გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ, 13 მაისს გახდა ცნობილი, საფეხბურთო ტურნირის “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი თურქეთის ნაცვლად პორტუგალიაში გაიმართება.

ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ თურქეთი კორონავირუსის გავრცელების “წითელი ზონის” სტატუსის მქონე ქვეყანაა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებისთვისიქ  ჩასვლა სირთულეს წარმოადგენს.

ნაცვლად სტამბულისა, ფინალი პორტუგალიაში, პორტოს “დრაგაოს” სტადიონზე გაიმართება.

საფეხბურთო მატჩზე დასწრებისთვის თითოეული კლუბის გულშემატკივრისთვის 6 000-იანი კვოტა გამოიყო.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ორი ინგლისური კლუბი, ლონდონის ჩელსი და მანჩესტერ სითი დაუპირისპირდებიან.

ფოტო გარეკანზე: ესტადიო დო დრაგაო/Getty Images

მასალების გადაბეჭდვის წესი