ახალი ამბები

თბილისის მთავარი ნაძვის ხე ანთებულია

10 დეკემბერი, 2021 •
თბილისის მთავარი ნაძვის ხე ანთებულია

დღეს, 10 დეკემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აანთეს.

დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა.

„ყველაფერი ცუდი და რთული, რაც იყო 2021 წელს, წარსულს უნდა გავატანოთ და ახალი იმედებით, ახალი შემართებით, ახალი ენერგიით და დიდი სიყვარულით შევხვდეთ 2022 წელს. ეს წელი იქნება აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და წინსვლის წელი“, — მიმართა მოქალაქეებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ.

ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე წარდგა ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი „ნიუტონი“.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 24 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუის სახლი.

ნაძვის ხე

მთავარი ფოტო: საახალწლო ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, თბილისში. თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი