ახალი ამბები

თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად 207 000 ლარის ტენდერები გამოცხადდა

17 ნოემბერი, 2021 • 1555
თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად 207 000 ლარის ტენდერები გამოცხადდა

თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად 207 000 ლარის ტენდერები გამოცხადდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 17 ნოემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად სამი ტენდერი გამოცხადდა და მათ შორის არცერთი ტენდერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით არ გამოცხადებულა.

„წელს საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად სამი ტენდერი გამოვაცხადეთ. მათ შორის, ორი საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი – საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვას ემსახურება. სამივე ტენდერის ღირებულებაა 207 000 ლარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეეძლებათ, თბილისში სხვადასხვა ადგილი საახალწლოდ მორთონ.

„მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს. მათგან ბევრი წერილი შემოვიდა, რაც კონკრეტული ადგილების გალამაზებას ეხება. ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ და ერთად მოვრთოთ ჩვენი ქალაქი. მადლობა წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრობლობისთვის. აღნიშნულ ტენდენციას ამ ახალ წელსაც განვაგრძობთ. ადგილობრივ მცხოვრებლებსაც და ჩამოსულ სტუმრებსაც შევუქმნით საახალწლო განწყობას. მოგვიანებით გაგაცნობთ დამატებით ინფორმაციას, თუ სად მოეწყობა საახალწლო სოფელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი