ახალი ამბები

კალაძის თქმით, ტიკარაძის გადადგომა მისთვის მოულოდნელი იყო

10 დეკემბერი, 2021 • 1023
კალაძის თქმით, ტიკარაძის გადადგომა მისთვის მოულოდნელი იყო

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ მან წინასწარ არ იცოდა აწ უკვე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის შესახებ.

„მე გამიჭირდება საუბარი [მიზეზებზე], თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მინდა ეკას წარმატებები ვუსურვო, ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის, პარტიაში გააგრძელებს მუშაობას, პოლიტსაბჭოში. და თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, ეს უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილი“, – აცხადებს ის ჟურნალისტებთან.

დამატებით კითხვაზე, თუ ვის დაასახელებენ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად – კალაძე ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

„კი, ეს გადაწყვეტილებa არ ვიცოდი“, – ამბობს კალაძე, როდესაც ჰკითხეს, მოულოდნელი იყო თუ არა მისთვის ტიკარაძის ეს გადაწყვეტილება.


გუშინ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გადადგა. მან „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში, ჯანდაცვის მიმართულებით გააგრძელებს.

 

ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი