ახალი ამბები

იან კელი კალაძეს: საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით, ამას კისინჯერი ვერ მოიფიქრებდა

10 დეკემბერი, 2021 • 2237
იან კელი კალაძეს: საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით, ამას კისინჯერი ვერ მოიფიქრებდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ეხმაურება თბილისის მერ კახა კალაძის კომენტარს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, ერიკა ოლსონის მიმართ.

“საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. არა მგონია, ეს კისინჯერსაც მოეფიქრებინა”, — წერს კელი Twitter-ზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, ერიკა ოლსონის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განახორციელოს მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის რეფორმები, რომლებზეც პასუხისმგებლობა აიღო.

ამ განცხადების კომენტირებისას, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ იკითხვა, ვინ არის და რა თანამდებობა აქვს ერიკა ოლსონს.

„თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ არსებობდა“, – განაცხადა კალაძემ.

თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? – კალაძე ერიკა ოლსონის თანამდებობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი