ახალი ამბები

მთავრობამ დააზიანა დემოკრატიული პროცესი – ოლსონი მართლმსაჯულების რეფორმაზე

8 დეკემბერი, 2021 •
მთავრობამ დააზიანა დემოკრატიული პროცესი – ოლსონი მართლმსაჯულების რეფორმაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, ერიკა ოლსონის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განახორციელოს მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის რეფორმები, რომლებზეც პასუხისმგებლობა აიღო.

ამ საკითხზე საუბრისას ოლსენმა შეაქო აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

ოლსონის თქმით, აშშ-ს სურს, დაეხმაროს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც თვითონ ქართველების გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის.

“ჩვენ ვწუხვართ, რომ მთავრობის ქმედებებმა დააზიანა ზოგიერთი ეს დემოკრატიული პროცესი. მმართველმა პარტიამ დააფიქსირა ერთგულება მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის რეფორმებისადმი და ჩვენ გვსურს ამ პირობის ბოლომდე მიყვანა. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს ძალიან ძლიერი ელჩი თბილისში. მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილს დემოკრატიის სამიტზე ამ კვირაში და ველოდებით, გეგმებს, რომლის განხორციელებასაც აპირებს საქართველო მომავალ წელს”, – განაცხადა ოლსონმა Foreign Policy-ის და ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიაზე სამხრეთ კავკასიის შესახებ და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში მკაცრი გზავნილები მეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია და აშშ გააგრძელებს ამის გაკეთებას.


აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა  განაცხადა, რომ ყველა პარტიის მიერ შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების არმიღება სამწუხარო იქნება და „ერთი პარტია, რომელიც მართავს ყველაფერს… უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის“. პასუხად ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კელი დეგნანი არ არის კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი.

კობახიძის პასუხს გამოეხმაურა კელი დეგნანი და აღნიშნა, რომ თავადაც აქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში.

მასალების გადაბეჭდვის წესი