ახალი ამბები

რუსეთში „ომიკრონის“ ორი შემთხვევა დადასტურდა

6 დეკემბერი, 2021 • 973
რუსეთში „ომიკრონის“ ორი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში გამოვლინდა კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ ორი შემთხვევა.

როგორც „როსპოტრებნადზორი“ [რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველი უწყება] აცხადებს, ორივე პირი, ვისაც ახალი შტამი დაუდასტურდა, მანამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. „ომიკრონ” შტამი თავდაპირველად სწორედ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და მის მეზობელ ბოტსვანაში დააფიქსირეს.

უწყების თქმითვე, ორივე ინფიცირებული ახლა მკურნალობს. ახალი შტამი კი ნიმუშების სეკვენირებით დადასტურდა. სეკვენირება ლაბორატორიული პროცედურაა, რომლითაც ვირუსის შტამების განსაზღვრაა შესაძლებელი.

ინფიცირებულებთან ერთად იმავე ბორტზე მყოფ მოქალაქეებს შორის კორონავირუსი კიდევ 10 ადამიანს დაუდასტურდა, ჯერჯერობით არაა ცნობილი, არიან თუ არა სხვა მგზავრები „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებულნი.

ნახეთ ასევე:

ომიკრონი — რამდენად საშიშია კოვიდის ახალი შტამი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი