უკრაინის რადას დეპუტატის ლიზა იასკოს განცხადებით, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა მისი მკვლელობის ტოლფასია.
მან ეს განცხადება გორის სამხედრო ჰოსპიტალთან გააკეთა.
„ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რამაც ჩემამდეც მოაღწია, რომ სურთ სააკაშვილის გადაყვანა უახლოეს კვირებში პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია, ეს მის მკვლელობას ნიშნავს.
იმ ფონზე, როდესაც ის 50 დღე შიმშილობდა, წესით, ორჯერ მეტი დრო სჭირდება ასეთ ვითარებაში ადამიანის რეაბილიტაციას. არ ვიცი რატომ ამბობენ ექიმები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მე მქონდა შესაძლებლობა სამი დღის განმავლობაში მენახა ის. დღეს ის უარესადაა“, – განაცხადა ლიზა იასკომ.
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესს გადის.