ახალი ამბები

ოპოზიციამ ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა დატოვა – სხდომა გადაიდო

3 დეკემბერი, 2021 • 1328
ოპოზიციამ ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა დატოვა – სხდომა გადაიდო

ახალი საკრებულოს სხდომა ჩხოროწყუშიც გადაიდო – საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია.

3 დეკემბერს ახლად არჩეული დეპუტატები მივიდნენ საკრებულოს სხდომაზე. საკრებულომ ცნო ახალი წევრების უფლებამოსილება.

თუმცა ამის შემდეგ გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს.

ასევე მოიქცნენ ისინი ზუგდიდში, სენაკსა და წალენჯიხაში, სადაც პარტიას გადამწყვეტი ხმები აქვს.

გახარიას პარტიის წევრების მიერ საკრებულოს სხდომის დატოვების შემდეგ, სხდომა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც დატოვეს – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“.

შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა და სხდომა გადაიდო.

ჩხოროწყუს საკრებულო 27 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგად, მანდატების გადანაწილება ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ – 12
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 7
  • „საქართველოსთვის“ – 7
  • „ლელო“ – 1

საკრებულოს თავმჯდომარის დანიშნვას 14 წევრის ხმა სჭირდება. შესაბამისად, ვერც ერთი პარტია დამოუკიდებლად ვერ ახერხებს თავმჯდომარის არჩევას.

ენმ-ის დეპუტატმა, რამაზ თოლორდავამ სხდომის დასრულებისას თქვა, რომ ჩხოროწყუს „მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას“:

„ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ვერანაირაიდ „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს, რადგან „ოცნება“ მოსახლეობისთვის ოპოზიციას წარმოადგენს“, –  განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი