ახალი ამბები

გახარიას გუნდის წევრები არ მივლენ ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაზე

2 დეკემბერი, 2021 • 12375
გახარიას გუნდის წევრები არ მივლენ ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაზე

პარასკევს, 3 დეკემბერს, ბათუმის ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე ექსპერმიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები არ მივლენ.

ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას გახარიის პარტიის აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ირაკლი მიქელაძემ 2 დეკემბერს, საღამოს საათებში გამართულ ბრიფინგზე გააცნო.

„არ ვაპირებთ არავის სცენარში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა.

პარტიის განცხადებით, ისინი აძლევენ „ქართულ ოცნებას“ და ენმ-ს „კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ თვითონ ერთობლივად მიიღონ  ყველა ის გადაწყვეტილება, რაც სჭირდება საკრებულოს და მუნიციპალიტეტის გამართულ ფუნქციონირებას“.

რა მოხდება ახლა?

ბათუმის საკრებულო 35 წევრითაა დაკომპლექტებული.

არჩევნების შემდეგ ენმ-ის დეპუტატი, მაჟორატარი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ:

  • „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 წევრი დარჩა საკრებულოში,
  • „ლელოს“ – 1 წევრი ჰყავს,
  • გახარიას პარტიას – 2 წევრი;
  • „ქართულ ოცნებას“ – 16 წევრი;
  • ასევე, საკრებულოში ირიცხდება 1 დამოუკიდებელი წევრი

უმრავლესობის დაკომპლექტებას და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას 18 ხმა სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.