ახალი ამბები

გილოცავთ, უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს მთელ ევროპაში – ღარიბაშვილი

29 ნოემბერი, 2021 • 1139
გილოცავთ, უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს მთელ ევროპაში – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპის მასშტაბით საქართველოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ მან დღეს, 29 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მოსახლეობას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიულოცა.

„წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ოქტომბრის თვის ეკონომიკური ზრდა არის დაახლოებით 7%-მდე, რაც ჯამში, 10 თვეში გამოდის 10.5%. ეს მართლაც უნიკალური, უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა არის მთელ რეგიონში კი არა, მთელ ევროპაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ძალიან სასიხარულო ამბავს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს, პანდემიის პირობებში, საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით შემცირდა.
წინასწარი შეფასებით ეკონომიკა სექტემბერში 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი