ახალი ამბებიეკონომიკა

წინასწარი შეფასებით ეკონომიკა სექტემბერში 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

29 ოქტომბერი, 2021 • 3072
წინასწარი შეფასებით ეკონომიკა სექტემბერში 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა.

2021 წლის პირველი ცხრა თვის მშპ-ს რეალიური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 11.3 პროცენტია.

საქსტატის თანახმად, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები,ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაჭრობა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს, პანდემიის პირობებში, საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით შემცირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი