ახალი ამბები

ზელენსკის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ

26 ნოემბერი, 2021 • 1536
ზელენსკის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც UNIAN წერს, ზელენსკის თქმით, არსებობს ინფომრაცია, რომ უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის განიხილებოდა გადატრიალებაში ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის ჩართვაც. „ფორბსის“ თანახმად, ახმეტოვი უკრაინის უმდიდრესი ადამიანია, ის 7 მილიარდ ამერიკულ დოლარს ფლობს.

ზელენსკის თქმითვე, გადატრიალება 1-2 დეკემბერს იგეგმებოდა და ამის აუდიოჩანაწერიც არსებობს.

„შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს არამხოლოდ დაზვერვის ინფორმაცია, ჩვენ ასევე გვაქვს ხმოვანი ინფორმაცია, სადაც ისმის, რომ უკრაინის წარმომადგენელი რუსეთის წარმომადგენელთან ერთად განიხილავს რინატ ახმეტოვის მონაწილეობას გადატრიალებაში უკრაინაში.., რომ ამაში მილიარდი დოლარი ჩაიდება და ა.შ.“, — ამბობს ზელენსკი და დასძენს, რომ მისი აზრით, ბიზნესმენ რინატოვს „ითრევენ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ“ და ეს დიდი შეცდომა იქნება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმითვე, ბიზნესმენმა შესაძლოა, არ იცის ამგვარი ინფორმაციის არსებობის შესახებ, ამიტომ მას შეუძლია, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში ეს ინფორმაცია მოისმინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი