ახალი ამბები

დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს – ხოშტარია

23 ნოემბერი, 2021 •
დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს – ხოშტარია

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ შიმშილობის შეწყვეტიდან მეოთხე დღეს პირველად მიიღო საკვები. ის ამჟამად საავადმყოფოში, მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

საჭმლის მიღებამდე ხოშტარია სპეციალურ სამკურნალო სითხეებს იღებდა. ხოშტარია წერს, რომ თავს სუსტად აღარ გრძნობს და „ფეხებში ძალა იგრძნო“.

„დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც…

დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი, მალე გამომწერენ საავადმყოფოდან. მადლობა „ნიუ ჰოსპიტალს““, – წერს ხოშტარია ფეისბუკზე.


ელენე ხოშტარია 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა, მისი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იყო.

პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ხელისუფლებამ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესთავაზა სამკურნალოდ გადაყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი