ახალი ამბები

ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ, ალბათ ზეგიდან მივიღებ – ხოშტარია

21 ნოემბერი, 2021 •
ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ, ალბათ ზეგიდან მივიღებ – ხოშტარია

მოძრაობა „დროა-ს“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც 17 დღე შიმშილობდა მკურნალობის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკზე აქვეყნებს.

ხოშტარია ამბობს, რომ აგრძელებს მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში“ და რომ პროცესი „მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს“.

„კიდევ ერთი კვირა მომიწევს აქ ყოფნა. ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ, რაღაც სპეციალურ სითხეებს მასმევენ. ალბათ, ზეგიდან შემომაპარებენ საჭმელს ნელ-ნელა.

ბოდიში შეიძლება მესიჯებზე ვერ გიპასუხოთ ძირითადად მძინავს. მადლობა ყველას,“ – წერს ხოშტარია.

ელენე ხოშტარია 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა, მისი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იყო.

პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ხელისუფლებამ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესთავაზა სამკურნალოდ გადაყვანა.

შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ხოშტარია რეაბილიტაციისთვის კლინიკაში გადაჰყავთ

მასალების გადაბეჭდვის წესი