ახალი ამბები

უნდა ესმოდეთ ავტორიტეტული სენატორების განცხადების სიმწვავე – წერეთელი „ოცნებაზე“

20 ნოემბერი, 2021 • 1002
უნდა ესმოდეთ ავტორიტეტული სენატორების განცხადების სიმწვავე – წერეთელი „ოცნებაზე“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ეხმაურება ევროპარლამენტარებისა და სენატორების განცხადებებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

20 ნოემბერს 20-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა ევროკავშირის ლიდერებს მისწერა წერილი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, სადაც „სანქციებიც“ არის ნახსენები.

„ჩვენ ვნახეთ არამხოლოდ განცხადებები, არამედ უკვე ძალიან სერიოზულად მაღალ დონეზე ძალიან გავლენიანი ევროპარლამენტარების მიერ საკითხის დაყენება, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც იღებდა ამაში [სააკაშვილისადმი არაასათანადო მოპყრობაში] მონაწილეობას, იყოს სანქცირებული“, – აცხადებს გიგი წერეთელი.

„ამის გამოცდილება არსებობს და ეს არის სწორი იმიტომ, რომ ადამიანებმა, ვინც ასე იქცევიან და ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, უნდა იცოდნენ, რომ ამას აქვს თავისი ფასი“, – განაცხადა წერეთელმა, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა.

„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ამ ფასს საბოლოო ჯამში ვიხდით ყველანი ჩვენ, მთლიანი მოსახლეობა“, – განაცხადა მან.

ამასთან, წერეთელი გამოეხმარა ამერიკელი სენატორების განცხადებასაც იმავე საკითხზე.

„ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ავტორიტეტული სენატორების განცხადების სიმწვავე და ყველაფერს აკეთებდეს სიტუაციის გაუმჯობესებას“ – თქვა მან.

„გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს მიმართ ამგვარი შეფასებებია, იმ ადამიანების მხრიდან ვინც ბედნიერი იქნებოდა საქართველოს რეფორმებში და წინსვლაში დაუჭიროს მხარი და არა მოუწოდოს, რომ იყოს სამართლიანი სასამაართლო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ექცეოდნენ ასე“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი