ახალი ამბები

კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს ქვეყანაში კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტის არშემოშვებას

19 ნოემბერი, 2021 • 1006
კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს ქვეყანაში კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტის არშემოშვებას

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ განცხადებას ავრცელებს და საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოში კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტის უფლების შეზღუდვას.

კოალიციის განცხადებით, გუშინ, 2021 წლის 18 ნოემბერს, უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ვლადიმირ ზოლკინი საქართველოში არ შემოუშვეს.

ჟურნალისტის განცხადებით, მას საზღვრის კვეთისათვის საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა და მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ მასალების მომზადებას გეგმავდა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მესაზღვრეებს უარის მიზეზები არ განუმარტავთ:

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინელ ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან. 27 ოქტომბერს ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს“ ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ჟურნალისტების გადაადგილების თავისუფლებას და უკრაინელი ჟურნალისტების უფლებას, შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დროულად გაკეთდეს სათანადო განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების შეფერხებასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი