ახალი ამბები

გულმოწყალება სისუსტის ნიშანი როდია – ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

18 ნოემბერი, 2021 • 1244
გულმოწყალება სისუსტის ნიშანი როდია – ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მიმართვას ავრცელებს:

„სამართლიანობა არც ყველაზე დიდი ფასეულობაა, არც უზენაესი, რაკი ღვთის გული სამართლიანობას მოწყალებით ერევა.

გულმოწყალება სისუსტის ნიშანი როდია, არამედ გულმოწყალების ყოველი აქტი ნიშნავს, ადამიანის ღირსება დააყენო უმაღლეს ფასეულობად.

ესაა სახარების გულის გული, თუმცა ის ხშირად ადამიანის გულქვაობის გამო კარის გარეთ რჩება, უცხო, მიუსაფარი.

ადამიანი თავს უფრო ძლიერად გრძნობს სამართლიანობით, ღმერთი კი – გულმოწყალებით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი