ახალი ამბები

“არ მოგაკვლევინებთ” — გლდანის ციხესთან ქალების აქცია გაიმართა

17 ნოემბერი, 2021 • 983
“არ მოგაკვლევინებთ” — გლდანის ციხესთან ქალების აქცია გაიმართა

გლდანის ციხესთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით ქალების აქცია გაიმართა.

აქციის სლოგანი იყო “არ მოგაკვლევინებთ”.

“ჩვენ გვექნება პერმანენტული აქციები, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ მარიონეტულმა რეჟიმმა შეასრულოს კრემლის დავალება და მოკლას მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის სიკვდილით ზიანი ადგება არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას შეექმნება გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა. დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში”, — განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია ჭკუასელმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.

ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი