ახალი ამბები

საქართველოს 2022 წლის ევროვიზიაზე ჯგუფი “სირკუს მირკუსი” წარადგენს

15 ნოემბერი, 2021 • 1213
საქართველოს 2022 წლის ევროვიზიაზე ჯგუფი “სირკუს მირკუსი” წარადგენს

2022 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წარადგენს მუსიკალური ჯგუფი Circus Mircus [ცირკუს მირკუსი]. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ჯგუფის წევრების ვინაობა ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რადგან ევროვიზიის წლევანდელი პროექტი ორიგინალური კონცეფციის მატარებელია.

“ეს არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს. მათი მიზანია შექმნან აქამდე არნახული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება. მათი ფილოსოფიის ქვაკუთხედი კი მდგომარეობს მუსიკალური ჩარჩოების სრულ უგულებელყოფაში”, – განმარტებულია ვიდეოში, რომლითაც ჯგუფმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება წარადგინა.

ჯგუფს ამ დრომდე 10 მუსიკალური ვიდეოკლიპი აქვს გამოშვებული.

ჯგუფი ევროვიზიისთვის საქართველოს პირველმა არხის სამხატვრო საბჭომ და მუსიკალურმა პროდიუსერებმა ერთობლივად შეარჩიეს.

2021 წელს ევროვიზიის კონკურსზე საქართველო თორნიკე ყიფიანმა წარადგინა. ის კონკურსის ფინალში ვერ გადავიდა. ქართველმა კონკურსანტმა “ევროვიზიის” მეორე ნახევარფინალში სიმღერა You შეასრულა.

რაც შეეხება წლევანდელ კონკურსს, ის იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება. ნახევარფინალები 10 და 12 მაისს ჩატარდება, ფინალი კი 14 მაისს გაიმართება. კონკურსში მონაწილეობას 41 ქვეყანა მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი