ახალი ამბები

“სირცხვილიას” აქცია პარლამენტთან [ფოტო]

14 ნოემბერი, 2021 • 1385
“სირცხვილიას” აქცია პარლამენტთან [ფოტო]

პარლამენტთან “სირცხვილიას” ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკააშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა.

აქციის მონაწილეებმა ბანერებად აქციეს სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსის, დიპლომატის თუ ყოფილი სახელმწიფო მოღვაწის კრიტიკული ტვიტები საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით.

დღეს ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო რეფორმა ჩააგდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი