ახალი ამბები

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს

14 ნოემბერი, 2021 • 1690
დეკანოზი გიორგი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოდან, სამოქალაქო კლინიკაში, კერძოდ ვივამედში გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას ადასტურებს დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე, თუმცა მისთვის უცნობია, რა გახდა დეკანოზის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის #18 დაწესებულებაში ცხოვრობდა. ეს იგივე ციხის საავადმყოფოა, სადაც მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეასახლეს ძალის გამოყენებით.

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმა 3 წელია გლდანის ციხის საავადმყოფოში ცხოვრობს, თუმცა ადეკვატურ მკურნალობას ვერ იღებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2019 წლის 15 თებერვალს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, თუმცა, პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი