ახალი ამბები

სააკაშვილის საკითხზე ზელენსკი ღარიბაშვილს ესაუბრა

12 ნოემბერი, 2021 •
სააკაშვილის საკითხზე ზელენსკი ღარიბაშვილს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარში ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა საპყრობილეში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან მისი დედა, ნათესავები და უკრაინელი ექიმები შეუშვან.

ზელენსკიმ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარზე ინფორმაცია საკუთარი ტვიტერის ანგარიშით გაავრცელა.

„სატელეფონო საუბარში ირაკლი ღარიბაშვილთან, მე ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები აუცილებლად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების ფარგლებში. მოვითხოვე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან შეშვება.

პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული იძულებითი ზომების გამოყენების დაუშვებლობას.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი განცხადებით, ის აქ მოტყუებით გადაიყვანეს.

სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი