ახალი ამბები

სუს-თან აქციის მონაწილეს, სავარაუდოდ, კორპუსიდან ნასროლი ქვა მოხვდა

11 ნოემბერი, 2021 • 1043
სუს-თან აქციის მონაწილეს, სავარაუდოდ, კორპუსიდან ნასროლი ქვა მოხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, სავარაუდოდ, მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ნასროლი ქვა მოხვდა.

როგორც დაზარალებული აცხადებს, მას თავი აქვს გატეხილი. ამ დროისთვის უცნობია, ინციდენტის შედეგად კიდევ დაშავდა თუ არა აქციის სხვა მონაწილე:

„ვიდექი, ვუსმენდი აქციას, ზემოდან წამოვიდა ბეტონის ნამსხვრევი და მომხვდა. დამიმუშავეს ჭრილობა, თავი მაქვს გატეხილი“,- ამბობს აქციის მონაწილე.

თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

დღეს იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი კადრები.

კადრები, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და გავრცელებულ ვიდეოში ხმა არ ისმის.

მასალების გადაბეჭდვის წესი