სტეპანაკერტში, სადაც 2020 წლის ყარაბაღის ომის 44-დღიანი ომის შემდეგ რუსი სამშვიდობო კონტინგენტი განთავსდა, რუსი სამშვიდობოს ძეგლი დადგეს და რუსული დიდების ხეივანი გააშენეს.

ჯარისკაცის ბრინჯაოს მუნუმენტი კალაშნიკოვის ავტომატით, რომელიც პატარა დაუცველ ყარაბაღელ გოგონას იხუტებს. სტეპანაკერტი, ფოტო: tvzvezda
ამავე დროს, გაიხსნა რუსული დიდების ხეივანი რუსული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე. ხეივანში დაიდგა ასევე რუსი ცნობილი მოღვაწეების, მათ შორის პუშკინის, ტოლსტოის, ლერმონტოვისა და ჩეხოვის ბიუსტები.
ყარაბაღში 44- დღიანი ომის შემდეგ, რუსეთის შუამავლობით 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში განთავსდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც დაახლოებით 2000-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. რუსული მხარე აკონტროლებს ლაჩინის კორიდორსაც, რომელიც სომხეთს დე ფაქტო მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. სწორედ ისინი არიან ჩართული სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესშიც.