ახალი ამბებირეკლამა

#1 ქომაგი – ვითიბის და Echolize – ს სპორტის მხარდამჭერი ერთობლივი კამპანია

10 ნოემბერი, 2021 • 791
#1 ქომაგი – ვითიბის და Echolize – ს  სპორტის მხარდამჭერი ერთობლივი კამპანია

ვითიბი, როგორც ქართული სპორტის #1 ქომაგი აქტიურად აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას.  კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის, ბანკი, კომპანია Echolize – თან ერთად, იწყებს სპორტის ერთობლივ  მხარდამჭერ კამპანიას, სადაც ქართველი ცნობადი სახეები, სოციალური მედიის საშუალებით, კერძოდ ბანკის Instagram  გვერდიდან, გამომწერებს მოუყვებიან სპორტის შესახებ სხვადასხვა ისტორიებს, ჩაატერებენ ვიქტორინებს და გაათამაშებენ სპეციალურ პრიზებს.

გამარჯვებულები, ბანკისგან საჩუქრად მიიღებენ, სამახსოვრო ბრენდირებულ მაისურებს, ჰუდებს ჩანთებს და სხვა სუვენირებს.

„ გვიხარია, რომ ბანკს ეძლევა შესაძლებლობა იყოს ქართული სპორტის #1 ქომაქი. გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო დაგვეხმარება ქართული სპორტის პოპულარიზაციაში და განვითარებაში. მეტი ქომაგი ეყოლება ქართულ სპორტს, რაც სპორტისთვის და სპორტსმენებისთვის ერთ -ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს –  განაცხადა ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა მაჭავარიანმა.


ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი