ახალი ამბები

მოშიმშილე ირაკლი გოგუაძე კლინიკაში გადაიყვანეს

10 ნოემბერი, 2021 •
მოშიმშილე ირაკლი გოგუაძე კლინიკაში გადაიყვანეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ირაკლი გოგუაძე, რომელიც 4 ნოემბრიდან შიმშილობს, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

მისი თქმით, გოგუაძეს კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდება.

ირაკლი გოგუაძემ შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაიწყო და აცხადებდა, რომ საქართველოს კიდევ ერთი პრეზიდენტის სიკვდილი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი