ახალი ამბები

სინოფარმით/სინოვაკით აცრილ 60 წელს ზემოთ პირებს ბუსტერის მიღება 3 თვიდან შეეძლებათ

9 ნოემბერი, 2021 • 1148
სინოფარმით/სინოვაკით აცრილ 60 წელს ზემოთ პირებს ბუსტერის მიღება 3 თვიდან შეეძლებათ

იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ბუსტრ დოზის მიღება არა მეორე აცრიდან 6 თვეში, არამედ 3-დან 6 თვემდე ინტერვალში შეეძლებათ.

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა:

„არის ერთი დაზუსტება, რომელიც ითვალისწინებს 60 წელს ზემოთ აცრილ პირებში ბუსტერ დოზის გამოყენების შესაძლებლობას 3-თვიდან 6-თვის ინტერვალში მეორე აცრიდან“, – ამბობს თამარ გაბუნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი