ახალი ამბები

„თუ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, მივიღებ მედიკამენტებს“ — ხოშტარია

9 ნოემბერი, 2021 • 1105
„თუ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, მივიღებ მედიკამენტებს“ — ხოშტარია

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ თუ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, მედიკამენტებს მიიღებს.

“მე ვთქვი, რომ ვიშიმშილებ, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრობლემა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას.

ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს. ახლა არ ვიღებ მედიკამეტნებს. თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს არის სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ სიკვდილს, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით”, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელდა სასტიკი და ველური შურისძიების აქტი, რომლის გლდანში გადაყვანა, გარდა სააკაშვილისა და პროტესტის მონაწილეების შეურაცხყოფისა, მიზნად ისახავდა აქციის მონაწილეების პროვოკაციაზე წამოგებას.

ელენე ხოშტარია მე-7 დღეა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი