პარლამენტის შენობის ეზოში საპოლიციო ძალების მობილიზაცია დაიწყო.
ამ დროისთვის პარლამენტის ეზოში რამდენიმე ავტობუსი დგას, რომელშიც ძალოვნები სხედან.
“ქართული ოცნების” წევრები ადასტურებენ, რომ საპოლოციო ძალების მობილიზება დღეს, 8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.
“ნუ გიკვირთ ის საქართველოში, რაც სტანდარტი არის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. კარგად გვახსოვს, პარლამენტის შესასვლელს კი არა, 1 კილომეტრის ფარგლებში აშშ-ში კონგრესთან მისასვლელს კეტავდნენ”, – განაცხადა სუბარმა.
დღეს, 20 საათზე თავისულფების მოედანზე პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქცია გაიმართება.