ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

8 ნოემბერი, 2021 • 1404
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

“ლელოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.

შეხვედრა დღეს, 8 ნოემბერს, მას შემდეგ გაიმართა, რაც “ლელომ” ხელისუფლებას დიალოგის დაწყება შესთავაზა. როგორც შეხვედრის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, კუჭავა დიალოგის შეთავაზებას “ძალიან პოზიტიურად შეხვდა”.
 
“ჩვენ გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის, რომ ქვეყანას ავაცილოთ შესაძლო ცუდი სცენარი. საზოგადოება გახლეჩილია ორ ნაწილად და საუბარი არის ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზე. დღეს ლაპარაკია, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთი სიტუაციის შექმნა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ დაემუქროს სიკვდილი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
“ლელოს” კიდევ ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ დიალოგი გაგრძელდება. პოლიტიკური პარტია „ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაწყებას სთავაზობს. ამის შესახებ პარტია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. „ლელო“ წერს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი