ახალი ამბები

გაბუნია: ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფმა 18 წელს ზემოთ ბურსტერის დაშვების რეკომენდაცია გასცა

4 ნოემბერი, 2021 • 14761
გაბუნია: ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფმა 18 წელს ზემოთ ბურსტერის დაშვების რეკომენდაცია გასცა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის ექსპერტთა ეროვნულმა ჯგუფმა დადებითი რეკომენდაცია გასცა 18 წელს ზემოთ ნებისმიერი ვაქცინით აცრილი პირების ბუსტერ დოზით აცრის შესახებ.

გაბუნიას თქმით, ეს პირველი დადებითი რეკომენდაციაა, რომელიც ვაქცინაციის საბჭომ დამატებით უნდა განიხილოს, თუმცა გაბუნია აცხადებს, რომ ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციის მიხედვით, ის შეეხება როგორც „ფაიზერით“, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილ, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილ პირებს:

„ამ საკითხს გაივლის კიდევ დამატებით ვაქცინაციის საბჭო სამინისტროში, თუმცა პირველი დადებითი რეკომენდაცია ჩვენ უკვე მივიღეთ“, — ამბობს თამარ გაბუნია.

ამ დროისათვის ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წელს ზემოთ პირებისთვის არის ხელმისაწვდომი. ბუსტერის მიღების უფლება აქვთ  ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და მაღალი რისკის პროფესიებში დასაქმებულ ადამიანებს. ამასთან, სასურველი ვაქცინით რევაქცინაცია შეულიათ იმ პირებსაც, ვისაც სამოგზაურო მიზნებისთვის ესა თუ ის ვაქცინა სჭირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბუსტერ დოზა ამ დრომდე 2 700-მდე ადამიანს აქვს გაკეთებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი