ახალი ამბები

ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობას იწყებს

3 ნოემბერი, 2021 • 1513
ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობას იწყებს

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობას იწყებს.

საგანგებო განცხადება ამის შესახებ ხოშტარიამ რამდენიმე წუთის წინ საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა.

“მე არ წარმოვადგენ მიხეილ სააკაშვილის პარტიას. არ ვარ მისი ამომრჩეველი. მე არაერთხელ გამომითქვამს და დღესაც მაქვს პრეტენზიები მის მიმართ, მაგრამ რაც დღეს ხდება მისი პატიმრობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, არის სადისტური და ცინიკური შურისძიება მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს საკითხი არის სახელმწიფოებრივი ინტერესების. მე გადავწყვიტე, რომ აქ, პარლამენტში, — შენობაში და ინსტიტუტში, რომელიც, ჩემი აზრით, არ არსებობს, მე არ შემოვსულვარ და არ ვაღიარებ, — დავიწყო შიმშილობა იმ მომენტამდე, სანამ მას არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და სანამ მისი ჯანმრთელობის გარშემო არ მოიხსნება კითხვები”, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიამ აღნიშნა, რომ შიმშილობის განმავლობაში, რომელიც დღეს უკვე დაიწყო, მხოლოდ წყალს მიიღებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 34-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი